ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამგვარი ტაქტიკის არჩევა მოლაპარაკების მაგიდას ააყირავებს” – იოსელიანი “ოცნების” ინიცირებულ კანონპროექტებზე

“ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული კანონპროექტები, რომლებიც პარტიების დაფინანსების წესს და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება, ოპოზიციაზე წნეხს ემსახურება – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციონერ კოლეგებზე ამგვარი წნეხი არ არის სწორი.

“ყველასთვის ცნობილია, რომ დაფინანსებისთვის უარის თქმის ნაწილში ჩვენს პარტიას ეს საკითხი არ ეხება, რადგან დაფინანსების აღებაზე თავიდანვე გვაქვს ნათქვამი უარი.

ზოგადად, მიმაჩნია, რომ ოპოზიციონერ კოლეგებზე ხელისუფლების მხრიდან ამგვარი წნეხი არ არის სწორი. სად გადააგზავნიან არ ვიცი, თუმცა, მგონია, რომ საბოლოო ჯამში, ამ ნაწილში “ქართულ ოცნებას” მოუწევს უკან დახევა, იმიტომ, რომ მოლაპარაკების დროს ასეთი ტაქტიკის არჩევა არ არის სწორი, რადგან ეს საბოლოო ჯამში მიდის იქამდე, რომ აყირავდება მოლაპარაკების მაგიდა,”- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

იტვირთბა....