„ქართული ოცნების“ დეპუტატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაზაფხულზე მიიღებს. ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით საუბარი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის დირექტორთან გუშინ ჰქონდათ.
„რაც შეიძლება ადრე მივიღებთ. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის ოფისის დირექტორი იმყოფება ამ დღეებში და ჩვენ გუშინაც გვქონდა ამაზე საუბარი. შეძლებისდაგვარად მალე მივიღებთ, ყველაზე გვიან – ადრე გაზაფხულზე,“- განაცხადა სერგეენკომ.