ცნობილი ქორეოგრაფი ზაურ ლაზიშვილი გარდაიცვალა. ზაურ ლაზიშვილი 1939 წლის 21 ნოემბერს ბათუმში დაიბადა. ის 1976 -2004 წლებში ბათუმის კულტურულ საგანმანათლებლო სასწავლებლის დირექტორად მუშაობდა, პარალელურად მოღვაწეობდა ქორეოგრაფ პედაგოგად, აღზრდილი ყავს არაერთი ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი.
ზაურ ლაზიშვილს სხვადასხვა დროს მიენიჭა: აჭარის დამსახურებული არტისტისა და საქართველოს სახალხო განათლების დამსახურებული მოღვაწის წოდება, გახლავთ ღირსების ორდენის კავალერი, ქორეოგრაფიის რაინდი, ბათუმის საპატიო მოქალაქე. 1996 წლიდან დღემდე საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
აგრეთვე აჭარის უმაღლესი საბჭოს ორგზის მოწვევის დეპუტატი.
2016 წელს აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ არსიანის ეზოში გაიხსნა ზაურ ლაზიშვილის სახელობის ვარსკვლავი.