aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ვითხოვთ, ამნისტია შეეხოს ნარკოპოლიტიკის და ოჯახში ძალადობის მუხლებს, რომლითაც დაპატიმრებული ადამიანებით გადავსებულია ციხე”- უფლებადამცველი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ჩვენ ვითხოვთ, ამნისტია შეეხოს ნარკოპოლიტიკის კუთხით სხვადასხვა მუხლსა და ოჯახში ძალადობის მუხლებს,”- ამის შესახებ უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ საპროტესტო აქციის დროს განაცხადა, რომელიც პარლამენტთან მიმდინარეობს.

ადვოკატის თქმით, ამნისტიის კანონპროექტი იმ სახით თუ დამტკიცდა, რაც ხელისუფლებამ შეიმუშავა, პატიმრის ახლობლები კმაყოფილები ვერ იქნებიან.

“ფართომასშტაბიანი ამნისტია მიიღოს. ის კანონპროექტი რა ფორმითაცაა წარდგენილი, არ შეიძლება ამ ფორმით მიიღონ. პატიმრების მშობლებს, რომლებიც აქ არიან ახლა, სურთ, რომ იყოს საყოველთაო ამნისტია. ჩვენ ვითხოვთ, ეს ამნისტია შეეხოს ნარკოპოლიტიკის კუთხით სხვადასხვა მუხლს. ასევე, გვსურს, ოჯახში ძალადობის მუხლებს შეეხოს. და ზოგადად შეეხოს ისეთ მუხლებს, რომლების ქვეშაც ბევრი ადამიანი იხდის პატიმრობას, ამიტომ ვითხოვთ, ჩაემატოს ის მუხლები, რომლის ქვეშაც დაპატიმრებული ადამიანებით გადავსებულია ციხე”- აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია – “შემახე ამნისტია” მიმდინარეობს. აქტივისტები საყოველთაო ამნისტიასა და პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აღნიშნული კანონპროექტი პატიმრების მცირე ნაწილის ამნისტიას ითვალისწინებს, რაც არასწორია.

ამასთან, როგორც აქტივისტები აცხადებენ, თუ ამნისტია პატიმრების უმრავლესობას არ შეეხება, დღედან შიმშილობას დაიწყებენ.

 

 

იტვირთბა....