საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია – “შემახე ამნისტია” მიმდინარეობს. აქტივისტები საყოველთაო ამნისტიასა და პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციაზე პატიმროს მშობლები იმყოფებიან, რომლებიც ხელისუფლების მიერ ამნისტიის შესახებ მირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აღნიშნული კანონპროექტი პატიმრების მცირე ნაწილის ამნისტიას ითვალისწინებს, რაც არასწორია.
“გვეგონა ამნისტია გამოვიდოდა და ამნისტია კი არა, მეხი დაგვეცა დედებს. ეს დედები თვითმკვლელობამდე მივდივართ. ჩვენ ამას არ შევეგუებით, ან იქნება საყოველთაო ამნისტია და შეეხება ჩვენს შვილებს, ან სიკვიდლით დავასრულებთ ამ ყველაფერს,”-აცხადებს ერთ-ერთი პატიმრის დედა.
აქტიცისტის თქმით, არავის ეხება ამნისტია, ისეთი კანონპროექტი მიიღო მმართველმა გუნდა.
“ჩემი შვილი არის მძმე ავადმყოფი, რათ უნდათ იქ რომ ჰყავთ, მაგის დანაშაულის მუხლს ამნისტია არ ეხება,”- აცხადებს პატიმრის მშობელი.
ადგილზე იმყოფება უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძეც, რომელიც ხელისუფლებას საყოველთაო ამნისტიის მიღებისკენ მოუწოდებს.
“ფართომასშტაბიანი ამნისტია მიიღოს. ის კანონპროექტი რა ფორმითაცაა წარდგენილი, არ შეიძლება ამ ფორმით მიიღონ. პატიმრების მშობლებს, რომლებიც აქ არიან ახლა, სურთ, რომ იყოს საყოველთაო ამნისტია. ჩვენ ვითხოვთ, ეს ამნისტია შეეხოს ნარკოპოლიტიკის კუთხით სხვადასხვა მუხლს. ასევე, გვსურს, ოჯახში ძალადობის მუხლებს შეეხოს. და ზოგადად შეეხოს ისეთ მუხლებს, რომლების ქვეშაც ბევრი ადამიანი იხდის პატიმრობას, ამიტომ ვითხოვთ, ჩაემატოს ის მუხლები, რომლის ქვეშაც დაპატიმრებული ადამიანებით გადავსებულია ციხე”- აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.
ადვოკატის თქმით, ამნისტიის კანონპროექტი იმ სახით თუ დამტკიცდა, რაც ხელისუფლებამ შეიმუშავა, პატიმრის ახლობლები კმაყოფილები ვერ იქნებიან.
ამასთან, როგორც აქტივისტები აცხადებენ, თუ ამნისტია პატიმრების უმრავლესობას არ შეეხება, დღედან შიმშილობას დაიწყებენ.