საკანონმდებლო ორგანოში დღეიდან მინისტრთა ახალი კაბინეტის წევრების მოსმენა დაიწყო. პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე დღეს ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას უსმენენ.
მოსმენის პარალელურად პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქტივიტები ერთპარტიულ პარლამენტსა და არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
მათი თქმით, ერთპარტიული პარლამენტი კომუნიზმია და ამას საქართველოში არ დაუშვებენ.
“ქართულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა. აქედან იწყება დიქტატურა, აქედან იწყება უსამართლობა. ამ პარლამენტის შენობა არის ცეკას შენობა, ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც მთელ მსოფლიოში მხოლოდ 8 არის.
მაგრამ ჩვენ, თავისუფალი მოქალაქეები არ შევეგუებით იმ ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყანა ჯიბეში ჩაიდოს რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა”. – თქვა საზოგადოება 2020-ის წარმომადგენელმა, გიორგი მუმლაძემ.
აქტივისტებმა რკინის დროებით ღობეზე სცადეს, გაეკრათ გაყალბებული ოქმები წარწერით 41, თუმცა, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.