“ნიკა მელია არც მეტი, არც ნაკლები, ქათმების რესტორანში მუშაობდა,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელის მომხმარებელი ნიკა ნოზაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.
ამასთან, “ფეისბუქ” მომხმარებელი აღნიშნულ პოსტთან ერთად პოლიტიკოსის აქამდე უცნობ ფოტოსურათს აქვეყნებს.
“მეტრონომი” ნიკა ნოზაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„ნიკა მელიას უცნობი სურათი…
დაამთავრა მაგისტრატურა დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტეტში და გახდა საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი.
ნიკა მელია ინგლისში სწავლის პარალელურად არც მეტი, არც ნაკლები, ქათმების რესტორანში მუშაობდა.
„ბევრი რამ გადავაფასე, ბედნიერი ვარ, რომ ეს გამოვიარე. დღეს უკვე სხვანაირად ვუყურებ ასეთ ადგილებში დასაქმებულ ახალგაზრდებს“, – ამბობს მელია.
ნიკას ორი დიპლომი აქვს – ერთი აქაური უშიშროების აკადემიის, მეორე ოქსფორდის.
ორი ხარისხი: – ორივე მაგისტრის – სამართალმცოდნეობის და საერთაშორისო ურთიერთობების“,- წერს ნოზაძე.
იხ: ფოტო: