“სანამ ოპოზიცია დესტრუქციული იქნება, უნდა იფიქროს იმაზე თუ რა შეიძლება მოყვეს ასეთი ხალხის მონაწილეობით მაგიდის აყირავებას,” – აღნიშნული განცხადება “გირჩის” თავმჯდომარემ, იაგი ხვიჩია ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცერის დღევანდელ განცხადებეასთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორც ხვიჩიამ მედიასთან საუბრისას დასძინა, – “ისინი გვეუბნებიან, აზრზე მოდითო, ამას აკეთებს როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია და ამბობენ, რომ მოდით ისეთი შეთავაზებით, რომ შეთანხმება შესაძლებელი იყოსო.”
“ისინი გვეუბნებიან, აზრზე მოდითო, ამას აკეთებს როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია და ამბობენ, რომ მოდით ისეთი შეთავაზებით, რომ შეთანხმება შესაძლებელი იყოსო. გავითვალისწინებთ თუ არა ამას, ეს ჩვენი პრეროგატივაა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მაგ ხალხზე უფრო სანდო მეგობარი, რომლებთან ერთადაც ჩვენ ამ უცნაურ მსოფლიოში უნდა ვიმოგზაუროთ, არ არსებობს. სანამ დესტრუქციულები ვიქნებით, უნდა ვიფიქროთ ყველაფერზე, რაც შეიძლება მოყვეს ასეთი ხალხის მონაწილეობით მაგიდის აყირავებას,” – განაცხადა იაგო ხვიჩია.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა დღეს განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ მანდატების შეჩერებაზე განცხადების შეტანა შეთანხმების საკითხზე კარის დახურვა იყო.