ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“პარტიებმა მანდატების შეჩერებაზე შეიტანეს განაცხადი, რაც შეთანხმების საკითხზე კარის დახურვა იყო” – ევროკავშირის ელჩი

“პარტიებმა მანდატების შეჩერებაზე შეიტანეს განაცხადი, რაც, ჩემი აზრით, შეთანხმების საკითხზე კარის დახურვა იყო,” – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისივე განმარტებით, რეგისტრაციის მოხსნა, მიმართულია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მიმართ, რომელიც ყოველთვის კითხვებს ბადებს.

“მინდა შევაჯამო ამ კვირის განმავლობაში მომხდარი პოლიტიკური მოვლენები. ამ კვირაში მოხდა ორი რამ : პარტიებმა მანდატების შეჩერებაზე შეიტანეს განაცხადი, რაც, ჩემი აზრით, შეთანხმების საკითხზე კარის დახურვა იყო, შეთანხმებაზე, რის მიღწევაზეც ვიბრძოდი და კიდევ ვაგრძელებ ბრძოლას.

ამის შემდეგ მოხდა 2 კანონის ინიცირება, რეგისტრაციის მოხსნისა და პარტიების დაფინასების შესახებ. ვფიქრობ, ეს ინიციატივები არ დაეხმარება პროცესს. სიმართლე გითხრათ, გარკვეულ შეშფოთებასაც იწვევს.

ზოგადად, რეგისტრაციის მოხსნა, რომელიც მიმართულია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მიმართ, ყოველთვის კითხვებს ბადებს. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა, როგორც ჩანს, კანონის მიღებას ახლავს გარკვეული განზრახვები.” – განაცხადა კარლ ჰარცელმა

ცნობისთვის, ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიებს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დასრულდა.

იტვირთბა....