“ერთი პიანინოს ითხოვს იქ, რომ დაუკრას, მეორე, ალბათ, გინეკოლოგის სავარძელს მოითხოვს, მესამე – კალათბურთის, სხვა კიდევ – რაგბის მოედანს, სამსახიობო არენა კი აქვთ და იმასხარავებენ იქ, მაგრამ ასე, მასხარაობაში, დაანგრევენ და გამოხრავენ ამ ქვეყანას.”
გიორგი გუგავა – “ლეიბორისტული პარტიის” წევრი
ამის შესახებ მან მედიასთან საუბრისას განაცხადა.
გუგავამ აღნიშნული განცხადება მეათე მოწვევის პარლამენტის ერთარტიულობასთან დაკავშირებით გააკეთა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ “ქართული ოცნების” ახალმა წევრმა, ელისო ბოლქვაძე განაცხადა, რომ – “თუ პარლამენტში როიალს შეიძენენ, დიდი სიამოვნებით დაკრავს”.