ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“პარლამენტში თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძინონ ფორტეპიანო და მეც დავუკრავ” – ელისო ბოლქვაძე

“პარლამენტში თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძინონ ფორტეპიანო, ამაზე ვიფიქროთ, მეც დავუკრავ.”

ელისო ბოლქვაძე –  მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, “ქართული ოცნებიდან”

ამის შესახებ მან ტვ “იმედზე“ განაცხადა.

ამასთან, როგორც ელისო ბოლქვაძემ ტელეკომპანიასთან საუბრისას აღნიშნა, ის ფიქრობს, რომ  უკეთესია, როდესაც მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება პარლამენტის კედლებში.

„უკეთესია, როდესაც მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება პარლამენტის კედლებში, მე ვფიქრობ, რომ მას მეტი სულიერება ექნება და მეტი ჰარმონია შემოვა ისეთ საკანონმდებლო ორგანიზაციაში, როგორიც არის პარლამენტი. კიდევ ბევრი რამის გახსნა შეიძლება. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ მოდერნიზაცია ხდება, ადამიანები ვითარდებიან, 21-ე საუკუნეა და რაღაცა კლიშეები, რაც იყო ვთქვათ 1 საუკუნის წინ, 50 წლის წინ ან თუნდაც 2 წლის წინ, შეიძლება სხვანაირად გადაიხედოს მომავალში“, – განაცხადა ბოლქვაძემ.

 

იტვირთბა....