მთავარი ციტატა

“მგონი, წულუკიანი მაინც უფრო “ოცნებაზე იყრის ჯავრს და პარტიისთვის დამღუპველ ამბებს ყრის ბინძური პირიდან”- გვარამია

“მე მგონი, წულუკიანი მაინც უფრო ქართულ ოცნებაზე იყრის ჯავრს და პარტიისთვის დამღუპველ ამბებს ყრის ბინძური პირიდან. ოცნებასაც რა ეგონა აბა, ამხელა “ძალოვანი” ქალი ბაგა-ბაღების, კლოუნდა-პანტომიმის და ჭოკით ხტომის კომიტეტის თავმჯდომარემდე რომ ჩამოაქვეითა.”

ნიკა გვარამია -“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი

ამის შესახებ ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

აღნიშნულით ნიკა გვარამია “რუსთავი2”-ში თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მფლობელისთვის “რუსთავი2”-ის დაბრუნებაში “ქართულ ოცნებასა” და იუსტიციის სამინისტროს დიდი წვლილი მიუძღვის. 

ცნობისთვის, თეა წულუკიანი 8 წლის განმავლობაში იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა, ხოლო მე-10 მოწვევის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის განათლების კომიტეტის თავმკდომარედ დაინიშნა. 

 

იტვირთბა....