ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

(ვიდეო) “ისტერიკა დამართულმა წულუკიანმა, ხო არ გეჩვენებათ, რომ ვინმემ დაგიბრუნათ რ2, თუ არა ქართულმა ოცნებამო” – გვარამია წულუკიანის განცხადებას პასუხობს

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია იუსტისცის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ “ღამის კურიერში” გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსლში ეხმიანება.

“მეტრონომი” ნიკა გვარამიას “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“ზოგიერთის სისულელე ბრალდებების მიუხედავად, მე არასდროს მითქვამს, რომ ბიძინამ იყიდა სტრასბურგის სასამართლო. მაგრამ, აგერ, ეთერში, თეა წულუკიანი ცდილობს ამის დამტკიცებას და რ2ის მიმტაცებლებისთვის ამის დაყვედრებას. წლები რომ იძახდნენ, ჩვეულებრივი დავაა ორ სუბიექტს შორის, ჩვენ რა შუაში ვართო, ისტერიკა დამართულმა წულუკიანმა, ხო არ გეჩვენებათ, რომ ვინმემ დაგიბრუნათ რ2, თუ არა ქართულმა ოცნებამო და იუსტიციის სამინისტროს ლომის წილი აქვს ამაშიო.

ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს მოუწევს პასუხის გაცემა, როგორ, რატომ და რა ფორმით ჩარია უკანონოდ ორ სუბიექტს შორის დავაში მესამე დაინტერესებული მხარე.

ნუ თვალთვალს რომ თურმე ვიგონებ და ამ დროს ხან ჩემი ფარული ჩანაწერები საჯაროვდება და ხან ჩემი ცოლის და შვილის გადაადგილების ვიდეოს მიგზავნიან, ეს არაფერი.

და ბოლოს, მოისმინეთ ახალი მუქარა: 09:52დან ტექსტი “მე კიდევ სხვა რაღაცეებს ვიტყვი, თუ ისინი არ გაჩერდებიან”. მიდით, აბა თქვენ იცით, ვნახოთ ვინ მოგკითხავთ პასუხს ამ ღიად რეპრესიული ეთერისთვის.

პ.ს. ხო მართლა, არასდროს წულუკიანის ოჯახში, არც მშობლებთან და არც ბავშვებთან, არ შევვარდნილვართ. ამის არც ერთი მაგალითი არ არსებობს. ტყუის, როგორც ყველაფერ დანარჩენს.
პპს საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოს პირველი რუსეთის რეზიდენტი პრეზიდენტია. და “ომი საქართველომ დაიწყოს” მთქმელზე ყველაფერს ვიტყვი, რაც მომესურვებს, თან ჩემ პირად ფბ სივრცეში, მით უმეტეს.” – წერს ნიკა გვარამია.

იხ: ვიდეო:

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის ყოფილმა მინიტრმა, თეა წულუკიანმა “ღამის კურიერში” “რუსთავის 2”-ის დაბრუნებასთან დაკავშირებით წამყვანების კითხვებს უპასუხა. 

ამავე თემაზე იხილეთ: – „უი, რას ამბობთ. კარგით, არ გვინდა ახლა თავიდან ჩხუბი”, – რატომ იკამათა ირაკლი იმნაიშვილმა და თეა წულუკიანმა პირდაპირ ეთერში.

იტვირთბა....