ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, ისრაელმა 90 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.
პატიმრებმა „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ ავტობუსებით დატოვეს ისრაელის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე ოფერის ციხე.
ამას წინ უძღოდა ჰამასის მიერ 3 ებრაელი მძევლის გათავისუფლება.
გამოცემა The Times of Israel-ის ინფორმაციით, გათავისუფლებულთაგან 69 ქალია, დანარჩენი კი მოზარდი ბიჭები და სრულწლოვანი მამაკაცები, რომლებიც ხულიგნობის და სხვა შედარებით მსუბუქი დანაშაულისთვის იყვნენ დაპატიმრებული.