ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უფრო მკაცრი შეზღუდვებიც გამართლებულია”- ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უფრო მკაცრი შეზღუდვებიც გამართლებულია, თუმცა შეზღუდვის ასეთ მოდელს მთავრობა არ განიხილავს.

ამის შესახებ თურნავამ  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბევრი ქვეყანა საახალწლო პერიოდში საკმაოდ მკაცრ შეზღუდვებს აწესებს. მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ეს ახალი წელი არ არის ჩვეულებრივი. ახალი წელი დადგება იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში მილიონ ნახევარი ადამიანი გარდაცვლილია კორონავირუსის შედეგად. აქედან გამომდინარე, გამართლებულია უფრო მკაცრი შეზღუდვებიც, თუმცა შეზღუდვის ასეთ მოდელს არ განვიხილავთ. ასეთი საყოველთაო მობილობის შეზღუდვა მაშინაც არ დაგვიწესებია, როდესაც უფრო მკაცრი შეზღუდვები იყო,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, საუბარი არის მხოლოდ წერტილოვან შეზღუდვებზე.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. აიკრძალა მუნიციპალური და საქალქთაშორისო ტრანსპორტი, დაიხურა ყველა დიდი სავაჭრო ქსელი. ასევე, ღამე, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე, ქვეითთა მოსიალულესთვის.

იხილეთ შეზღუდვების სრული ჩამონათვალი. 

 

იტვირთბა....