პუტინის მუქარას სოციალურ ქსელში განცხადებები მოჰყვა
“შვიდჯერ ან 107-ჯერ დაარღვია რუსეთმა თურქეთის საჰაერო სივრცე… ექვსჯერ ან 106-ჯერ გააფრთხილა თურქეთმა, ნუ შვრები ამასო… ჰოდა, ბოლოს ბუთქა და ჩამოაგდო.
ამ ამბავში ყველაზე საინტერესო გაბედვაა… რუსულ მოიერიშეს რომ ჩამოაგდებ, შნოც უნდა გქონდეს და მარიფათიც… მაგრამ, ყველაზე მეტად, სწორედ სიმამაცე – თავხედობის ზღვარამდე მისული.” – ასეთ განცხადებას ავრცელებს საკუთარ ფეისბუქზე ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი.
მისი თქმით, პუტინმა შეიძლება ბევრი იყვიროს, ეს როგორ გამიბედეთო, მაგრამ, მეტს ვერაფერს იზამს – ომი თურქეთთან ნიშნავს ომს ნატოსთან… ძალისმიერი პასუხის გაცემაც კი ნატოსათვის პასუხის გაცემას ნიშნავს.
“ასეა, რუსეთი მხოლოდ ძალის წინაშე ხრის თავს. ამიტომ გვინდა სწორედ ნატოში, რომ აქაც ვერაფერი გაბედოს…ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს გაუმარჯოს. СЛАВА УКРАИНЕ… და ჩვენ ბრძოლასაც გაუმარჯოს კიდევ – შერჩენილი ნორმალურების კი არა… ჰო, ნორმალურების… ნორმალურების!” – წერს ტაბლიაშვილი.
შეგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ პუტინმა თურქეთის მიერ ჩამოგდებულ რუსულ სამხედრო ვერტმფრენის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც იგი აცხადებს, რომ ამ ფაქტს, კრემლის მხრიდან სერიოზული რეაგირება ექნება.