მთავარი ციტატა

“გვარამიას ცოლი ცოლია და სხვისი ცოლი ცოლი არ არის? და მზეთუნახავი სიტყვა გეწყინათ? ძალიან რომანტიკული სიტყვაა”- წულუკიანი

“მისი ოჯახი ოჯახია და სხვისი ოჯახი ოჯახი არ არის? მისი ცოლი ცოლია და სხვისი ცოლი ცოლი არ არის? თქვენ ჩემს ოჯახს არ იცავთ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახს არ იცავთ, სალომე ზურაბიშვილის შვილებს არ იცავთ, იცავთ მხოლოდ ნიკა გვარამიას მეუღლეს თუ როგორ ვუწოდეთ “მზეთუნახავი”. მე კიდევ სხვა რაღაცებს ვიტყვი თუ არ გაჩერდებიან. თქვენ გამოტოვეთ ყველა ის უბედურება, რაც ხდება ქალების მიმართ. ეკა ტიკარაძე მუდმივი ბულინგის მსხვერპლია. ბევრი კაცი ვერ გაუძლებდა ამას, რასაც უძლებს. ვინმეს ამაზე ხმა ამოუღია? და მზეთუნახავი სიტყვა გეწყინათ? ძალიან რომანტიკული სიტყვაა.”

თეა წულუკიანი – განათლების კომიტეტის თავმჯდომარე

ამის შესახებ წულუკიანმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

ცნობისთვის, ,,მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული”,- ამ სიტყვებით გამოეხმაურა განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი ,,მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ ოჯახის წევრებზე თვალთვალის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

იტვირთბა....