ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მზეთუნახავი ჰყავს სახლში, თუ რატომ არის გაღიზიანებული? სხვებსაც გვყავს ოჯახი” – წულუკიანი გვარამიაზე

„მისი პერფორმანსები და თავდასხმები დასავლურ ღირებულებებზე, მისი ისტერიკა არის ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის გაბომჟებული სახე” – ამის შესახებ პარლამენტის წევრი და ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას შესახებ აცხადებს.

მისივე თქმით, გვარამიას საქციელი პიროვნულად მძიმე საყურებელია.

“ეს არის ძალიან მძიმე სანახაობა პიროვნულად, რადგან მას მთლიანად ჩაეფუშა ის გეგმა, რაც იყო ხელისუფლების ნებისმიერი გზით ცვლილება შესაბამისად, რეაქციაც არის გამარგინარებული ადამიანის. ძნელია კომენტარი გააკეთო ადამიანზე, რომელიც სტრატეგიულ ელჩზე მსგავს თავდასხმას ახორციელებს.

ოჯახი ყველას გვყავს. რას ამბობთ, ძნელია თურმე, ნიკა გვარამიას ოჯახს, რომ უთვალთვალებენ მზეთუნახავი ჰყავს სახლში თუ რატომ არის გაღიზიანებული? სხვებსაც გვყავს ოჯახი” – განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისათვის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მის ოჯახს უთვალთავლებენ.

იტვირთბა....