ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მამა შვილისთვის, რომლის სურათზეც აქცენტი გადავიდა, სახლი არავის დაუნგრევია” – დავით ოქიტაშვილი აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლებზე

“მამა შვილისთვის სახლი არავის დაუნგრევია, ისინი ცხოვრობენ ფაღავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქვე მეზოზბლად, სადაც დღეს უკანონო მშენებლობის დემონტაჟი მიმდინარეობდა,” – ამის შესახებ კულტურის პალატის თავმჯდომარემ, დავით ოქიტაშვილმა გადაცემაში – “რექციაში” განაცხადა.

როგორც ოქიტაშვილმა გადაცემაში აღნიშნა, ის რაც დღეს აფრიკის დასახლებაში მოხდა, გამართლება არა აქვს, მაგრამ მნიშნელოვანია, მოსახლეობამ გაიგოს სიმართლე მამა შვილის გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელზეც აქცენტი აიგო მთელი დღის პროცესი.

“არავის ადავოკატად არ გამოვდგები, მაგრამ სანამ აქ წამოვიდოდი, კარგად შევისწავლე ეს და მინდა მოსახლეობამ კარგად გაიგოს. ძალადობის წინააღმდეგი ვარ. მამა შვილი, რომლებიც სურათში ჩანან, ცხოვრობენ ფაღავას პირველ შესახვევში და ვინც მათ ოჯახზე განიცდის, ადამიანებს შეუძლიათ, მივიდნენ და დაეხმარონ, რადგან ეს არის მრავალშვილიანი ოჯახი და მერია თურმე უხდის ყოველთვიურად. რაც იქ ხდებოდა, მე არ ვამართლებ, მაგრამ ვისაც გული შესტკივა ამ მამა შვილზე, მინდა მოსახლეობამ იცოდეს – ეს მამა შვილი გადასული იყვნენ მეზობლად, იქ რაც ხდებოდა და მათთვის სახლი არავის არ დაუნგრევია. მათი მისმართი არის ფაღავას შესახვევის მიმდებარე ტერიტორია. არავის არ ვამართლებ, ამ მამა შვილისთვის, რომლის სურათზეც აქცენტი გადავიდა, მათთვის სახლი არავის არ დაუნგრევია” – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

შეგახსენებთ, აფრიკის დასახლებაში დაპირისპირება დილიდან დაიწყო, ადგილზე იმყოფებაოდა პოლიციაც, რომელიც ადგილობრივების დაშლას ცდილობდა. ადგილობრივების პროტესტი დასახლებაში მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონოდ აშენებული  შენობა-ნაგებობის დემონტაჟს მოჰყვა.

იტვირთბა....