ახალი ამბები საზოგადოება

წყლის და დენის დავალიანების შესახებ უკვე SMS-ით გაიგებთ

კომპანია “თელასმა”  SMS-შეტყობინების სერვისი აამოქმედა. SMS-შეტყობინების საშუალებით “თელასის” აბონენტები მიიღებენ ინფორმაციას ელექტროენერგიის, დასუფთავების და წყალმომარაგების დავალიაანების, ასევე ელექტროენერგიის შეწყვეტის შესახებ. აბონენტს, რომელსაც სურს  ამ სერვისის გააქტიურება,”თელასის” აბონენტის ნომერი შეუძლიათ გააგზავნონ ნომერზე 90033, მომსახურება უფასოა.

ამ ეტაპზე SMS-შეტყობინების სერვისით მხოლოდ “მაგთის” აბონენტები სარგებლობენ. უახლოეს მომავალში კი ეს მომსახურება საქართველოში მოქმედი მობილური კავშირის ყველა ოპერატორის აბონენტისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

 

 

 

 

იტვირთბა....