ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზურაბ ჯაფარიძე: წინასაახალწლოდ, ხალხს ქუჩაში ტოვებენ და ამას საერთო საკუთრებით ამართლებენ 

„გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აფრიკის დასახლებაში, მუნიციპალური ინსპექციის მიერ, საცხოვრებელი სახლების დემონტაჟის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სიმწრით აშენებულ სახლებს უნგრევენ ღატაკ ადამიანებს, რომლებმაც რაღაცნაირად მოახერხეს და მთავრობის „დახმარების“ გარეშე, ტრიალ მინდორზე საკუთარი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ადგილი მოაწყვეს.

„ამ გაჭირვებაში, ამ ყინვაში, წინასაახალწლოდ ხალხს ქუჩაში ტოვებენ. ამას ამართლებენ იმით რომ ეს ტერიტორია „საერთო საკუთრებაა“, სახელმწიფოსია და მათი იქ ცხოვრებით ჩვენი „საერთო ინტერესი“ ზიანდება. ჩვენი სახელით აკეთებენ ამ არაადამიანობას, ჩვენზე ზრუნვის მოტივით. ამ უბედურების არცერთ უშუალო შემსრულებელს სინდისი არ აწუხებს ადამიანების ტრაგედიის შემყურეს. მეტიც, ალბათ სჯერათ რომ კარგ საქმეს აკეთებენ, კანონს ასრულებენ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში,  სახლების დემონტაჟს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რის შედეგადაც, სხვა პირებთან ერთად, სხეულის დაზიანება მიიღო ორსულმა ქალმა.

იტვირთბა....