ახალი ამბები მთავარი

24 ნოემბერს, 17:00 საათზე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები ერთობლივ მარშს გამართავენ

24 ნოემბერს, 17:00 საათზე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები ერთობლივ მარშს გამართავენ.

საპროტესტო მარში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან დაიწყება.

“26 ოქტომბერს არალეგიტიმურად ჩატარებული არჩევნებისა და ფსევდო ღირებულებების დაცვის სახელით მიღებული კანონების ძალით ქვეყანაში დღითიდღე იკიდებს ფეხს ტოტალიტარული რეჟიმი, რომლის მიზანია, ქვეყანაში დაამკვიდროს ცენზურა, შეზღუდოს თავისუფალი და კრიტიკული აზროვნება.

ჩვენ, მასწავლებლები, ვაცნობიერებთ მოსალოდნელ საფრთხეებს და არ დავუშვებთ სკოლებიდან თუ აკადემიური სივრცეებიდან განდევნონ კრიტიკულად მოაზროვნე კოლეგები, მოსწავლეები თუ სტუდენტები, ისევე როგორც ეს მოხდა რუსეთში. ჩვენ მასწავლებლებს ძალიან კარგად გვესმის თუ რამდენი დრო, ძალისხმევა და ენერგია დაგვჭირდა თვისუფალი თაობების აღსაზრდელად, ამიტომაც არასდროს შევეგუებით საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დამყარებასა და მონობის დეკლარირებას. სწორედ ამიტომ ვუერთდებით სტუდენტებისა და მომავალი თაობის სამართლიან პროტესტს და ვუცხადებთ სრულ თანადგომას სამართლიან ბრძოლაში!

კვირას, 24 ნოემბერს, 5 საათზე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები გავმართავთ ერთობლივ მარშს, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან (ლიგამუსი) აიღებს გეზს. შემოგვიერთდით!“ – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....