ისტორიულად ქალის მენსტრუალური ჰიგიენა დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ისტორიის უახლოეს პერიოდამდე მენსტრუალური ჰიგიენის საშალებები პრაქტიკულად არ არსებობდა. ქალის საფენები და ტამპონები განვითარდა 1880 წელს შექმნილი სპეციალური სისხლის შემწოვი სახვევისგან, რითიც ჯარისკაცებს უხვევდნენ ჭრილობებს, თუმცა ამას დიდი დრო დაჭირდა. პირველი ტამპონები ბაზარზე მხოლოდ 1931 წელს გამოჩნდა და მხოლოდ მეოცე საუკუნის მიწურულს მოიკიდა ფეხი გლობალურად – როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად სამყაროში.
დღესდღეისობით მენსტრუალურ ჰიგიენას უფრო დიდი ყურადღება ექცევა ვიდრე წარსულში და ხდება მენსტრუალური საშუალებების დახვეწა. საფენის და ტამპონის პრობლემა ის არის რომ ეს საშუალებები აბინძურებს გარემოს არაგადამუშავებადი ნაგვის წარმოქმნით, ამასთან ერთად იკავებს ადგილს და საჭიროებს რეგულარულ შესყიდვას რაც გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვანი ხარჯია.
მაშინ რა არის საფენის, ან ტამპონის ალტერნატივა? – ეს არის მენსტრუალური ჭიქა. მენსტრუალური ჭიქა არის სამედიცინო სილიკონისგან დამზადებული ერთგვარი ჭურჭელი, რომელიც თავსდება ვაგინაში და იკავებს მენსტრუალურ სისხლს. მისი დაცლა რეკომენდირებულია ყოველ 4-6 საათში ერთხელ. მისი კეთება არ იწვევს დისკომფორტს და არ არის შესამჩნევი გარედან.
უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სილიკონის მენსტრუალური ჭიქის შეძენა საქართველოში ყველაზე იაფად სექს შოპ კიკუშია შესაძლებელი. კომპანია კიკუს გაცხადებული მისიაა რომ სექსუალური ჯანმრთელობა და ჰიგიენა საქართველოში იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, ამიტომ აქ მენსტრუალური ჭიქები პრაქტიკულად კომერციული სარგებლის გარეშე იყიდება. ამ მომენტში კიკუში მენსტრუალური ჭიქა მხოლოდ 15 ლარი ღირს, ხოლო მისი ვარგისიანობის ვადა გახსნიდან 5 წელია.
ანუ შენ შეგიძლია დაივიწყო საფენების რეგულარული შეძენა და 15 ლარის დანახარჯით, 5 წლამდე პერიოდით ეფექტურად გაუმკლავდე მენსტრუალური ციკლის გამოწვევებს.