ახალი ამბები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება. დემონსტრანტები მოითხოვენ პოლიციაზე თავდასხმაში ბრალდებული მათე დევიძის, ასევე 19 ნოემბერს საპროტესტო აქციის დროს სხვა დაკავებულების გათავისუფლებას.

19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიოტრორიის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებისას, სამართალდამცავებმა 16 პირი დააკავეს. მათ შორის იყო მათე დევიძეც. ისევე როგორც სხვა დაკავებულებს, სამართალდამცავები მასაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (მუხლი 173) და წვრილმან ხულიგნობას (მუხლი 166) ედავებოდნენ. თუმცა, 21 ნოემბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევით დაწყებული საქმის წარმოება გამოძიებამ სისხლის სამართლის დანაშაულად გადააკვალიფიცირა.

იტვირთბა....