ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა სამართალი

(ვიდეო) აფრიკის დასახლებაში ფიზიკური დაპირისპირების დროს ორსული ქალი დაშავდა – მისი მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა

აფრიკის დასახლებაში, სადაც  მუნიციპალური ინსპექცია საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს ახორციელებს, ვითარება დაიძაბა.

ადგილზე ფიზიკური დაპირისპირებაა ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის.  პოლიციამ დაუმორჩილებლობის ბრალდებით 9-ზე მეტი ადგილობრივი დააკავა.

ფიზიკური დაპირისპირების დროს სხეულის დაზიანებები მიიღო არაერთმა პირმა. სხვეულის დაზიანება მიიღო ორსულმა ქალბატონმაც, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა მძიმეა.

“ასე გადაუარონ ხალხს< ქართველობა არაა? რომელი საუკუნეა, მოვიდეს კალაძე,”- განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

შეგახსენებთ, აფრიკის დასახლებაში დაპირისპირება დილიდან დაიწყო, ადგილზე იმყოფება პოლიციაც, რომელიც ადგილობრივების დაშლას ცდილობს.ადგილობრივების პროტესტი დასახლებაში მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონოდ აშენებული  შენობა-ნაგებობის დემონტაჟს მოჰყვა.

იტვირთბა....