ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“როგორ შეიძლება ბულდოზერით მიადგე ადამიანს და სახლი დაუნგრიო”- ელენე ხოშტარია ფაბრიკის დასახლებაში მივიდა

აფრიკის დასახლებაში, სადაც საცხოვრებელი სახლების დემონტაჟის გამო ადგილობრივების პროტესტი მიმდინარეობს, “ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია მივიდა.

როგორც ადგილზე ხოშტარიამ ჟურნალისტთან განაცხადა, ეს პროცესი არს ხელისუფლების მიერ ჩადენილი უკანონო ქმედება.

“ეს არის კლასიკური მაგალითი სრულიად უკონტროლო ხელისუფლების. ძალიან ნიშანდობლივია რომ არჩევნების წინა პერიოდში მაოდიოდა სოზარ სუბარი და ამ ადამიანებს ეუბნებოდა, რომ დაგიკანონებთო. ამ ადამიანებს თავისი ჭკუით მიიტაცეს ხელისუფლება, პირდპირ მოვიდნენ და ბულდოზერით მიადგნენ შენობებს.

პირდაპირ ვქვათ, ყველა შემსრულებლის ბრალია, რომელიც ასე მონურად ასრულებენ ყველა დავალებას, რომელსაც ავალებენ. ეს არის უკვე სახედაკარგული ხელისუფლება. როგორ შეიძლება ბულდოზერით მიადგე ადამიანს და სახლი დაუნგრიო,”- აცხადებს ელენე ხოშარია.

ამ დროისთვის ფაბრიკის დასახლებაში ვითარება შედარებით დამშვიდდა. ადგილზე აღარაა მერიისა და პოლიციის თანამშრომლები. სახლების დემონტაჟის პროცესი შეჩერებულია.

შეგახსენებთ, აფრიკის დასახლებაში დაპირისპირება დილიდან დაიწყო, ადგილზე იმყოფებაოდა პოლიციაც, რომელიც ადგილობრივების დაშლას ცდილობდა. ადგილობრივების პროტესტი დასახლებაში მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონოდ აშენებული  შენობა-ნაგებობის დემონტაჟს მოჰყვა.

 

იტვირთბა....