ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვაშაძის წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის – არა, არ არის ადვილი მიიღო ყველასათვის მოსაწონი გადაწყვეტილება”- რომან გოცირიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ენმ-დან გრილოლ ვაშაძის წასვლას ეხმინება.

როგორც გოცირიძე წერს, გრიგოლ ვაშაძემ პარტიისთვის ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა, რომელიც დღემდე რჩება პოლიტიკურ ორგანიზაციაში.

გოცირიძე ვაშაძეს პარტიისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.

“გრიგოლ ვაშაძე რთულ პერიოდში მოვიდა ნაციონალურ მოძრაობაში. შემოიტანა ის, რის დეფიციტსაც მაშინ პარტია განიცდიდა. მისმა გამოცდილებამ და პირადმა თვისებებმა პარტიას შემატა საერთაშორისო იმიჯი და შიდა სტაბილურობა. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის მიერ ნაჩვენებ ბრწყინვალე შედეგში დიდი იყო გრიგოლ ვაშაძის პირადი წვლილი.

ბატონმა გრიგოლმა პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არ წაუღია არაფერი. არც ყოფილა ეს მისი მიზანი. კიდევ სამი წელი დადო ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობის საქმეში.
პარტიიდან მისი წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის არა. შეიძლება ზოგს არ მოეწონა ამ გადაწყვეტილების დრო, ზოგს ფორმა. არ არის ადვილი მიიღო ყველასათვის მოსაწონი გადაწყვეტილება, მით უმეტეს, პოლიტიკაში.

მადლობა ბატონო გრიგოლს ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის,”- წერს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პარტია დატოვა. ვაშაძემ პარტიიდან წასვლის მიზეზები განმარტა. როგორც ვაშაძე წერს, პარტიის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მის გარშემო ისეთი ოდიოზური ფიგურების გამოჩენაა, რომელიც პარტიამ წარსულს ჩააბარა.

იტვირთბა....