ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქართველი მოდელების ტრეფიკინგ-ექსპორტი ჩინეთში

“კონკრეტულად ვიცი პოლიტიკოსების სახელები და გვარები, რომლებიც ამით ფულს შოულობენ”

“ბოლო დროს ძალიან ხშირად მესმის რომ საქათველოდან გოგონები მიდიან ჩინეთში სამუშაოდ, კერძოდ “მოდელებად” რეალურად კი  ამ ადამიანებით პროსტიტუციას ეწევიან.” – ასეთი განცხადება გააკეთა “სტუდენტურმა ომბუდსმენმა”, “კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივის” და “მოძრაობა საქართველო ოკუპაციის გარეშეს” წევრმა, ნიკოლოზ ჩომახაშვილმა. “მეტრონომი” დაინტერესდა ამ ინფორმაციით და პირადად მას დაუკავშირდა:

“მე ამ ადამიანების სახელები და გვარები ვიცი, კონკრეტულად ვიცი პოლიტიკოსების სახელები და გვარებიც, რომლებიც ამით ფულს შოულობენ. მაგრამ მთლად ასე არ მინდა, იმიტომ, რომ ეს სერიოზული ბრალდებაა. ამ ეტაპზე მე თავს შევიკავებ”. – უთხრა “მეტრონომს” ჩომახაშვილმა.

მეტრონომი: ასეთი ზოგადი განცხადება ცოტა არასერიოზულია. კონკრეტულად იქნებ დაგვისახელოთ  ეს მოდელები ვინ არიან, ან რომელი სამოდელო სააგენტოს მოდელები არიან?

ჩომახაშვილი: კონკრეტულად ვიცი მე ეს ადამიანები. შეხვედრილიც ვარ, რათქმა უნდა… მაგრამ თვითონ  ფაქტის სიმძიმიდან გამომდინარე, ამ ადამიანებს არ უნდათ გამოჩენა. რა თქმა უნდა, დიდი მცდელობა მქონდა ჩამეწერა ეს ადამიანები სახე დამეფარა, ან ხმა შეგვეცვალა, მაგრამ უარი განაცხადეს, იმიტომ, რომ ოჯახის წევრებმაც არ იციან ამის შესახებ და არ უნდათ რომ გახმაურდეს.

სააგენტოებსაც ვერ დაასახელებთ ?

– თავად კონტრაქტი მქონდა რამდენიმე სააგენტოსი, რომლებიც სთავაზობენ და კონტრაქტში წერია პირობები, სადაც  მათ პასპორტები ერთმევათ, არ აქვთ ტელეფონის ქონის უფლება და ეს ჩვეულებრივი ტრეფიკინგია. ადამაიანი გყავს შენობაში ჩაკეტილი, არ აქვს პასპორტი, არ აქვს შეხება საზოგადოებასთან და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს არის ჩვეულებრივი სამართალდარღვევა.

იქნებ პირადად მომაწოდოთ ეს ინფორმაცია…

– ყოველ მეორე გოგოს რომ ჰკითხოთ, ჩინეთში და თურქეთში წასვლა შეთავაზებული აქვთ…

კონკრეტულად რამდენი მოდელია ასე წასული?

– მე ეხლა ველოდები პასუხს, დაახლოებით რამდენი გოგოა წასული საქართველოდან და ყველა ინფორმაცია რომ მექნება, ერთიანად, მერე სავარაუდოდ  პრესკონფერენციას გავაკეთებ და თქვენც მოგაწვდით აუცილებლად.

კონკრეტულად მე ადამიანების სახელები და გვარები ვიცი, კონკრეტულად ვიცი პოლიტიკოსების სახელები და გვარები, რომლებიც ამით ფულს შოულობენ, მაგრამ მთლად ასე არ მინდა იმიტომ, რომ ეს სერიოზული ბრალდებაა. ამ ეტაპზე მე თავს შევიკავებ.

“მეტრონომი”  ნიკოლოზ ჩომახაშვილის განცხადებას სრულად გთავაზობთ, რომელიც მან სოციალური ქსელში გააკეთა:

“ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად მესმის რომ საქათველოდან გოგონები მიდიან ჩინეთში… სამუშაოდ კერძოდ “მოდელებად” … ამ საკითხმა ძალიან დამაინტერესა და ასე რომ ვთქვათ, დამოუკიდებელი გამოძიება ჩავატარე.. სადაც საშინელი შედეგი დამხვდა… გოგონები მიჰყავთ ვითომ კომპანიებს, რეალურად კი ადამიანებს რომლებიც ამ ადამიანებით პროსტიტუციას ეწევიან არანაირ საბუთზე არ ხდება არც ხელის მოწერა, არც ბეჭედის დარტყმა. ხდება ქვეყანაში უკანონოდ გადაყვანა და მინიმუმ არ აქვთ კანონიერად მუშაობის უფლება ქართველ გოგონებს… შემდეგაც ამუშავებენ ე.წ. გამრთობებად.. ისინი სხედან შენობაში შემოდიან კლიენტები რომლებიც არჩევენ ამ გოგონებს და შეჰყავთ ოთახში, სადაც ამ გოგოებმა მათთან ერთად უნდა დალიონ მათთვის განკუთვნილი სასმელი. არ დალევის შემთხვევაში ისინი თანხას ვერ აიღებენ. აქ საუბარია 600 ივანზე რომლიდანაც 400 რიცხავენ სპეციალურ ანგარიშზე. ეს ანგარში კი ქართველს ეკუთვნის და საქართველოში ბრუნდება გადმორიცხული თანხა… გოგონებს უწევთ ამ დროს მრავალი შეურაცხყოფის ატანა .. ყოფილა ძალადობის ფაქტებით. კერძოდ ცემის, გაუპატიურების მცდელობის.. მაგრამ არიან სხვა გოგონები რომლებიც იღებენ ფულს და თანხმდებიან სექსუალურ ურთიერთობაზე კლიენეტებს… რადგან იციან, რომ ჩინელები არ გაუბაზრებენ…. აქვე ერთ ერთ მათგანს დავუსვი კითხვა საქართველოშიც რომ შემოგთავაზონ იგივე სიტუაცია იგივე პირობები დათანხმდებოდა თუ არა და პასუხი მივიღე – არა…

ფაქტის სიმძიმიდან გამომდინარე და იმ ემოციებიდან გამომდინარე რაც მას მოჰყვება ყველაფერს ვერ ვწერ აქ.. მაგრამ არიან ადამიანები რომლებიც მართლა კარგ პირობებში არიან. არიან ისეთებიც, რომლებიც მეძავებად მუშაობენ, რომლებიც სტრიპტიზს ცეკვავენ.. და რომლებმაც იციან იქ რის საკეთებლად მიდიან… მინდა ავღნიშნო ისიც, რომ ყველაზე დიდი რაოდენობა გორიდან და ქარელიდან არიან… რომლებიც მოდელებად წავიდნენ, ნუ ოჯახებმა იციან ასე… არადა მიჩნდება კითხვა, არანაირი მონაცემები არ აქვს. აი საერთოდ რომ მოდელი იყოს რატომ გონია რომ მას მოდელად ამუშავებენ ? ამიტომ, მოვითხოვ შესაბამისი უწყებებისგან სასწრაფო რეაგირებას..”-ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

 

                                                                      

იტვირთბა....