ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ISFED-ის ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ დაზუსტებული ანგარიში ოპოზიციის პოზიციებს ასუსტებს” – ელისაშვილი

როდესაც ISFED-ი ამბობს, რომ მას ჰქონდა ხარვეზი და არასწორად დაითვალა, ეს ძალიან ასუსტებს ოპოზიციის პოზიციას – ამის შესახებ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის დარტყმა ოპოზიციის პოზიციაზე.

„სიმართლე გითხრათ, დასკვნა სამჯერ გადავიკითხე. თავიდან არ ვუჯერებდი, მეგონა, რომ „ფეიკი“ იყო, რადგან ISFED-ი ისტორიულად, რაც ჩვენთან არჩევნები ტარდება, ყველაზე სანდო არასამთავრობო ორგანიზაციაა – „სამართლიანი არჩევნები“, რომელსაც ყველა ვენდობით. როდესაც ISFED-ი ამბობს, რომ მას ჰქონდა ხარვეზი და არასწორად დაითვალა, ეს ძალიან ასუსტებს ოპოზიციის პოზიციას. გულწრფელად ვიტყვი, ეს არის დარტყმა ოპოზიციის პოზიციაზე“,- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. მათივე ცნობით, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

იტვირთბა....