მთავარი ციტატა

“იდიოტებისთვის მინდა ვთქვა – დემოკრატიის სამშობლო არის ქუჩა”- გუბაზ სანიკიძე

“ისევ იდიოტებისთვის და უცოდინრებისთვის მინდა ვთქვა – დემოკრატიის სამშობლო არის ქუჩა. ათენი და ძველი რომი რომ ავიღოთ, დემოკრატია დაიბადა ათენის ქუჩებში და რომის ქუჩებში, ეს იდიოტებისთვის, ხელისუფლების მეხოტბეებისთვის. დემოკრატიის აკვანი არის ქუჩა. „ქართული ოცნების“ დეპუტაციას დიდი სიამოვნებით წავუკითხავ სალექციო კურსს დემოკრატიის სამშობლოებთან დაკავშირებით

გუბაზ სანიკიძე – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

ამის შესახებ სანიკიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

შეგახსენებთ, დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა.  დღესვე, ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერა ხელი. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს 4 რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

იტვირთბა....