პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის სხდომის გახსნის დროს სიტყვით გამოსვლისას მედიაზეც ისაუბრა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს მედიისთვის “ფეიკ ნიუსები” დიდ გამოწვევას წარმოადგენს.
“მედია, რომლის თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატია, საკუთარ თავს აზიანებს, როდესაც წინ არ აღუდგება პოლარიზებას, ებმება პოლიტიკურ ბრძოლაში და გამოყენებულია პოლიტიკურ იარაღად. საკუთარი თავის დისკრედიტაციით მან შეიძლება დაკარგოს ინფორმაციული ფუნქცია და საზოგადოების ნდობა. მისთვის FAKE ნიუსებიც დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მედიის ვალია, ამ გამოწვევებს პროფესიონალიზმით და მიუკერძოებლობით გაუმკლავდეს, რაც საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა,”- განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომა მიმდინარეობს. სხდომით პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობასთან, სადაც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
პარტალემენტის სხდომის პარალელურად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში ოპოზიციის წევრები შეიკრიბნენ და სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმეს.