გლდანის რაიონში, ნიკო კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ბოლო ეტაპზე, ახლადმოწყობილი სანიაღვრე ქსელი ხიზანიშვილის ქუჩაზე არსებულ ცენტრალურ სანიაღვრე ქსელს დაუკავშირდება.
ქსელების დაერთების სამუშაოების გამო, 10-დან 13 დეკემბრის ჩათვლით, ხიზანიშვილის ქუჩაზე, გლდანის პარკის მიმდებარედ, ტრანსპორტით გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!