ახალი ამბები მთავარი სამართალი

„კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალება საქმეში აღარ ფიგურირებს“ – აკაკი ხუსკივაძე

„შოკში ვართ, არ ველოდით ამ გადაწყვეტილებას, – აღნიშნული განცხადება გააკეთა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულებულმა აკაკი ხუსკივაძმე, სხდომათა დარბაზიდან გირაოთი გათავისუფლების შემდეგ.

ხუსკივაძის თქმით, მისი და მისი მეგობრის დაკავება პოლიტიკას უკავშირდება.

„დღეს, სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა ქრთამის მიცემის და მოსყიდვის მიზნით, რაც შეეხება კონკრეტულად საქმეს – თეოდორე გობეჯიშვილს, პირველ რიგში ოჯახს მივუსამძიმრე მისი გარდაცვალების შესახებ, ეს საქმეში აღარ ფიგურირებს, აბსოლუტურად სხვა საქმე მიმდინარეობს. მე პირდაპირ გეტყვით, რომ აღნიშნული საქმე არის პოლიტიკური მოტივიდან გამომდინარე, ვინაიდან, 6 ნოემბერს, 19:00 საათზე, გამოვედით „მთავარის“ ეთერში, სადაც დავასახელეთ 13 გაყალბების მეთოდი, თუ როგორ გააყალბა „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები. იქიდან 24 საათიც არ გასულა, ჩვენ უკვე საპატიმროსკენ მიმავალ გზაზე ვიყავით“, – განაცხადა ხუსკივაძემ.

ცნობისთვის, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

იტვირთბა....