ახალი ამბები მთავარი სამართალი

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მრავალსაათიანი სხდომა დასრულდა – ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები 10 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სხდომის მიმდინარეობისას სასამართლოს ეზოში იმყოფებოდნენ დაკავებულთა ოჯახის წევრები და პოლიტიკოსების, მათ შორის, „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია, რომელსაც, როგორც Rustavi 2 წერს, სასამართლოს ეზოში სტიკერების გაკვრა სურდა, თუმცა პოლიციამ მას ამის საშუალება არ მისცა. ამას კი სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

იტვირთბა....