“საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ელისაშვილმა რაც თქვა, პირობას გვაძლევენო, დიდი ბოდიში ალეკო, მაგრამ რას ამბობს კობახიძე. კობახიძე ამბობს, ერთი პროცენტი თუ იქნება ცდომილება, მე გადავდგებიო, ვის რაში აინტერესებს, კობახიძე პოლიტიკაში იქნება თუ არა.”
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი
ამის შესახებ ანალიტიკოსმა “დღის ამბებში” განაცხადა.
ცნობისთვის, 9 დეკემბერს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შეისწავლის, ხოლო ხოლო თუ 1%-იანი ცდომილება მაინც დაფიქსირდება, „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს.
უმრავლესობის ინციატივას გამოეხმაურა პარტია “მოქალაქეების” ლიდერი და განაცხადა, რომ ეს მისთვის ღირებული შეთავაზებაა.