პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შეისწავლის. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კოაბხიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, კომისია არჩევნებს შეაფასებს, ხოლო თუ 1%-იანი ცდომილება მაინც დაფიქსირდება, „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს.
„პარლამენტის პირველივე შეკრებისთანავე საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. მუშაობაში ჩასართავად მოვიწვევთ ყველა ჩართულ სუბიექტს, მათ შორის დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს.
კომისია უზრუნველყოფს არჩევნების სრულფასოვან შეფასებას. თუ დაფიქსირდება თუნდაც 1%-იანი გადახრა, „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებსა შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკები ყოველდღიურად იმართება.
ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეხვედრაზე ის 4-პუნქტიანი გეგმა განიხილეს, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა. პალეტის ერთ-ერთი პუნქტი რიგგარეშე არჩევნებს ან არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებას უკავშირდება. მხარეები მოლაპარაკებების დეტალებს არ ასაჯაროვებენ, მაგრამ ცნობილია, რომ ისინი საკუთარ პოზიციებს არ თმობენ.