ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოგვაწოდეთ ინფორმაცია ხდება თუ არა ამ ფაქტების შესწავლა…” – ომბუდსმენი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს

კოვიდით გარდაცვლილი ოჯახის წევრები დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციაზე მიუთითებენ – ამის შესახებ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს.

ომბუდსმენი მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მსგავსი შემთხვევების შესწავლის შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ.

“2020 წელს, საქართველოშიც, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მთავარი გამოწვევა კოვიდ-19 და მის შედეგებთან გამკლავება იყო. კოვიდ პაციენტების რაოდენობის სწრაფი ტემპით ზრდის ფონზე, სულ უფრო რთულდება მოსახლეობისათვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდება. პერიოდულად, მედია საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რა დროსაც ოჯახის წევრები მიუთითებენ დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობაზე, რამაც პაციენტების გარდაცვალება გამოიწვია. მსგავსი ფაქტები ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებათა ეფექტიანობასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში კითხვებს აჩენს. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მსგავსი შემთხვევების შესწავლის შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....