ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაუქმდება თუ არა შეზღუდვების საახალწლო დღეებში დაგეგმილი შემსუბუქება – გამყრელიძის განმარტება

საკოორდინაციო საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება ეპიდსიტუაციას და როდესაც მივუახლოვდებით 24 დეკემბერს, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას: განიხილავს თუ არა საკოორდინაციო საბჭო საახალწლო პერიოდში დაგეგმილი შემსუბუქების გაუქმებას.

„როდესაც შეზღუდვები წესდებოდა, არავის უთქვამს, რომ ეს ზომები მოიტანს მყისიერ შედეგს. მთავარი მიზანი იყო, რომ არ გვქონოდა ზრდა. თუ აკვირდებით ბოლო 2 კვირის სტატისტიკას, ნახტომისებური ზრდა აღარ გვაქვს. შაბათ-კვირას ვართ 3000-3500 ინფიცირების ფარგლებში, სხვა დღეებში გვაქვს 4-5 ათასამდე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენ მანამდე ვატარებდით დღეში 10-13 ათას ტესტს, ახლა ტარდება დაახლოებით 20 ათასი ტესტი. ეს ნიშნავს, რომ გვაქვს გარკვეული სტაბილიზაცია. უნდა ვეცადოთ, ეს რიცხვი შევინარჩუნოთ და შემდეგ თანდათან შევამციროთ ის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იტვირთბა....