დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის წინააღმდეგ მუშაობაში დაახლოებით, 800-დან 1 000 -მდე სტუდენტია ჩართული.
გამყრელიძემ, ასევე, აღნიშნა, რომ ასეთი მასობრივი არ ყოფილა პენსიაზე გასული ექიმების დაბრუნება, მაგრამ მათი ნაწილი დაბრუნდა კლინიკებში სამუშაოდ.
“დაახლეობით, 800-დან 1 000-მდე სტუდენტი სხვადასხვა ინტენსივობით არის ჩართული მუშაობაში — პირველად ჯანდაცვაში, ჰოსპიტალურ ჯანდაცვაში, კლინიკურ სასტუმროებში,”- განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, გადამზადებულია 1 700-მდე სტუდენტი, რომლებიც საჭიროების დროს მუშაობაში ჩაერთვებიან.