ისნის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტის ფარგლებში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მე-5 შესახვევის N1-ში, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ახალი ლიფტი მოაწყო. მოსახლეობას კორპუსში ლიფტის არარსებობა 25 წლის განმავლობაში პრობლემას უქნიდა.
შესრულებულ სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი, კახა ლაბუჩიძე ადგილზე გაეცნო.
„ამხანაგობამ გამგეობას მომართა თხოვნით, რომ გადავეჭრა პრობლემა, რომელიც აქ მცხოვრებ ადამიანებს 25 წელი აწუხებდათ. ვინაიდან კორპუსი არასტანდარტულია, ძნელი იყო ლიფტის დამონტაჟება, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და დღეს, ადგილობრივ მცხოვრებლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ხარისხიანი ლიფტი აქვთ“, – აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.
სამუშაოები კომპანიამ „ტექსერვისი +“ განახორციელა. პროექტი ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 61 000 ლარით დაფინანსდა.