“შევიდნენ, ვისაც შესვლა უნდა, ძალიანაც ნუ ვიდარდებთ. ახალი ხომ არაფერი გაგვიგია ამ ხალხზე, ყოველთვის ვიცოდით, ვინც იყვნენ. ქოცებთან ერთად გამოვიტანთ იმ პარლამენტის შენობიდან სათითაოდ, როცა ამის დრო დადგება. და რომ დადგება, ხომ ყველამ ვიცით, ჩვენც და იმათაც.”
ლექსო მაჭავარიანი – “სირცხვილიას” აქტივისტი
ამის შესახებ ლექსო მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მაჭავარიანის პოსტს გამოეხმაურა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია: “ამაზე სწორია პოზიცია არ არსებობს. რატო იდღლიზავთ ნერვებს? გაქრნენ, რას დაეძებთ, თქვენს პარტიას მეტი ამომრჩეველი დარჩება”
ცნობისთვის, 9 დეკემბერს “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე შეთანხმების შემთხვევაში ისპარლამენტში შევა. მან ასევე, განაცხადა, რომ საბოტაჟით არიან დაკავებულები “ევროპული საქართველოს” წევრები, რომლებიც პროცესის ჩაშლას ცდილობენ.