ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო)”ბოკერიას პარტია მოლაპარაკებაზე მარტო იმიტომ დადის, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ცდილობენ, აურიონ და ჩაშალონ ყველაფერი”- ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით,  მოლაპარაკებების დეტალები ელჩების რეკომენდაციით არ საჯაროვდება, ვინაიდან არსებულ პროცესს ზიანი არ მიადგეს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ფეისბუქ ლაივის“ დროს განაცხადა.

როგორც ელისაშვილი ამბობს, საბოტაჟით არიან დაკავებულები “ევროპული საქართველოს” წევრები, რომლებიც პროცესის ჩაშლას ცდილობენ.

“მე რომ სიტყვას ვაძლევ, ამ სიტყვის ერთგული ვარ განსხვავებით სხვა პარტიებისგან. ბოკერიას პარტია იქ მარტო იმიტომ დადის, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები და ილაარაკოს და აურიოს ყველაფერი. საბოტაჟით არიან დაკავებული, რომ აურიონ და ჩაშალონ ყველაფერი. იმიტომ, რომ ბოკერია და უგულავა ვერ მოხვდნენ პარლამენტში. თავი მოეჭრათ ერთ ზუგდიდში, მეორეს ფოთში, წავიდა კაი ნიკო ნიკოლაძესავით ბოკერია და 6% აიღო ფოთში. არ ვიცი, რა ეგონა, იქ რას იზამდა. ამიტომ, უნდათ ყველაფერი ჩაშალონ,”- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

მისივე თქმით, გაყალბებულ არჩევნებზე პასუხი უნდა აგოს “ქართულმა ოცნებამ, რაზეც პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს.

შეგახსენებთ, „მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიციაში დაწყებულია დისკუსია პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე.

მათივე ცნობით,  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, „მოქალაქეების“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა და „გირჩის“ რამდენიმე წევრმა, გარდა ზურაბ ჯაფარიძისა, შესაძლოა, მიიღონ გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

 

იტვირთბა....