„ვერ გაგცემ კითხვებზე პასუხს ჩემო კარგო. მიტომ ჩემო ძვირფასო ადამიანო, მიტომ ვერ გაგცემ პასუხს, აი, ორი-სამი დღე მაცალეთ, მერე გაგცემთ პასუხს. არ არის ჩემი მოსაზრება საინტერესო ამ შემთხვევაში, მერწმუნეთ. ამ მომენტში ვარ მაყურებელი, მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე ჩვენი ბედკრული სამშობლოსი.”
გუბაზ სანიკიძე – „ნაციონალური მოძრაობის“წევრი
ამის შესახებ სანიკიძემ ტვ “პირველის”ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, „მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიციაში დაწყებულია დისკუსია პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე.
მათივე ცნობით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, „მოქალაქეების“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა და „გირჩის“ რამდენიმე წევრმა, გარდა ზურაბ ჯაფარიძისა, შესაძლოა, მიიღონ გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.