ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გავრცელდა იმ ოპოზიციონერთა სია, ვინც შესაძლოა, პარლამენტში შევიდეს 

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ოპოზიციაში დაწყებული დისკუსია პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე.

მედიასაშუალების ცნობით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, „მოქალაქეების“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა და „გირჩის“ რამდენიმე წევრმა, გარდა ზურაბ ჯაფარიძისა, შესაძლოა, მიიღონ გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ „მთავარი არხის“ სიაში დასახელებულ არცერთ პოლიტიკოსს, მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განკარგულების თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 2020 წლის 11 დეკემბერს გაიმართება.

იტვირთბა....