ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია შესაძლოა, რამდენიმე დღეში დაიწყოს” – ფაუჩი

“აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია შესაძლოა, რამდენიმე დღეში დაიწყოს,” – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა,  ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.   

“ბი-ბი-სი”  ენტონ ფაუჩის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში შესაძლოა, დეკემბრის მესამე ან მეოთხე კვირაში დაიწყოს. როგორც ის აღნიშნავს, უწყება ვაქცინის საგანგებო მოხმარებისთვის ნებართვას დიდი ალბათობით რამდენიმე დღეში გასცემს.

„როდესაც ეს მოხდება, ძალიან მალე ჩვენ მზად ვიქნებით, დავიწყოთ ვაქცინის უმთავრესი პრიორიტეტული ჯგუფებისთვის მიწოდება“, – აღნიშნა ფაუჩიმ.

 

იტვირთბა....