ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მეორე დღეა ბრიუსელი მოჩვენებების ქალაქად იქცა (ვიდეო)

ბრიუსელში მეორე დღეა დაკეტილია ყველა მეტროს სადგური და მაღაზიების დიდი ნაწილი, გაუქმებულია ყველა დიდი კულტურული თუ სპორტული ღონისძიება, პარასკევიდან უსაფრთხოების დონე ბრიუსელში მაქსიმალურით, მეოთხე კატეგორიით განისაზღვრა. ბელგიის პრემიერის განმარტებით უსაფრთხოების სამსახურების ცნობით, ბრიუსელში ტერორიზმის საშიშროების დონე პარიზისას უტოლდება. ბრიუსელის ცენტრში პატრულირებენ სამხედროების და პოლიციელების შერეული ჯგუფები და სამხედრო ტექნიკა.

იტვირთბა....