“რომელი დავიქირავეთ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ დღეს ორივე იქ იყო. თქვენს კომპანიაში ვინმე რომ დაიქირავოთ და მოლაპარაკებებზე გააგზავნოთ. იქიდან გამოსულს კითხოთ, რაზე ილაპარაკეს და გიპასუხოთ, რომ ვერ გეტყვით მესამე მხარის მოთხოვნით. როგორ მოექცეოდით ასეთ თანამშრომელს?! დასკვნა – ჩვენი პოლიტიკური ელიტა მსახურებისთვის კი არა, ბატონობისთვის იბრძვის.”
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი.
სოციალური ქსელი.
ცნობისათვის, დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მორიგი, მესამე რაუნდი გაიმართა.