“მოქალაქეებისთვის” თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დეტალები, ხვალ, 7 დეკემბერს გახდება ცნობილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
“ჩვენ ვართ შეთანხმებულები, რომ უკვე ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ დეტალებზე, რითაც ამდენი ხანი ჟურნალისტები დაიტანჯეთ, ხალხიც დაიტანჯა, ყველაფერზე დაწვრილებით ვილაპარაკებთ.
ხვალ არის მოლაპარაკება და ვნახოთ, შეიძლება ისეთ სერიოზულ და გონივრულ კომპრომისზე წავიდეს „ქართული ოცნება“, რომ ჩვენც ვთქვათ აგაშენებთ ღმერთი თქო. ვნახოთ, არ გავუსწროთ მოვლენებს. ძალიან ცოტა დარჩა“ – აღნიშნა ელისაშვილმა.
ცნობისათვის, მეათე მოწვევის პარლამენტში, მმართველ პარტიასთან ერთად, კიდევ 8 პოლიტიკური სუბიექტი უნდა შევიდეს, თუმცა ოპოზიცია ჯერ კიდევ ბოიკოტს განაგრძობს. ოპოზიციის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ხვალ გაიმართება.