მთავარი ციტატა

“ამ პუნქტთაგან ერთ-ერთს ჩვენი გუნდი პირდაპირ აღვიქვამთ, როგორც ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულას”- ინაშვილი ოპოზიციის შეთავაზების პაკეტზე

“რაც შეეხება იმ 7 პარტიის პაკეტს, ბატონმა ბადრი ჯაფარიძემ გადმომიგზავნა ეს მასალა. იქ 2 პუნქტია, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ დღეს არაფერს ვიტყვი ამაზე, ვინაიდან თავად წინადადების პაკეტის ავტორები არ ასაჯაროებენ მათი პაკეტის შინაარსს, ველოდებით მესამე რაუნდს. ამ პუნქტთაგან ერთ-ერთს მე და ჩვენი გუნდი პირდაპირ აღვიქვამთ, როგორც ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულას.”

ირმა ინაიშვილი – პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი

ამის შესახებ ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, ინაშვილი პასუხობს ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ ესწრებოდნენ მისი პარტიის წევრები ოპოზიციური ლიდერების შეხვედრას, რაზეც მან უპასუხა, არასდროსაა იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერიაა. 

შეგახსენებთ, ოპოზიციისა და ფასილიტატორი ელჩების შეხვედრაზე, რომელიც 4 დეკემბერს გაიმათა, ოპოზიციურმა ლიდერებმა დოკუმენტი წარადგინეს, რაც მათ საერთო პოზიციას ასახავს. 

ოპოზიციური ლიდერები არჩევნების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებს განაგრძობენ.  ფასილიტატორი ელჩები ოპოზიციის პარტიებს რეკომენდაციით მიმართავენ, პარლამენტში შევიდნენ, რაზეც ლიდერები უარს აცხადებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და მოპოვებულ მანდატებზეც უარს ამბობს. 

იტვირთბა....