„ჩემი პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ამას არასდროს გავურბოდი და არც ახლა იქნება ასე. სწორედ ამიტომ არის შექმნილი მულტისექტორული საბჭო. რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს, სწორედ ამიტომ ბევრ საკითხს ვაანალიზებთ და გავცემთ რეკომენდაციებს. ამ რეკომენდაციებს მე არ ვიგონებ, ეს დიდი ინსტიტუციების გამოცდილებას ეყრდნობა. ახლა ქვეყანაში საკმაოდ რთული სიტუაციაა და ამას არავინ არ მალავს. მოვა იმის დრო, როდესაც განვიხილავთ ვინ რა შეცდომა დაუშვა ვირუსის მართვის დროს. არცერთი ასეთი პროცესი ხარვეზის და შეცდომის გარეშე არ მიდის. სისტემა ძალიან გადატვირთულია და შესაბამისად ხარვეზებიც ბევრია.“
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი.
ამის შესახებ მან სატელევიზიო ეთერში განცხადა.